Thursday, November 28, 2019

ცხოვრება ძალადობის გარეშე


                     პროექტის წარმოდგენა



            პროექტის ხელმძღვანელი მასწავლებლის საკონტაქტო ინფორმაცია
სახელი:     მარინე
გვარი:        წიკლაური
მობილურის ნომერი: 577616321
რაიონი:    თიანეთი
სკოლა:   ნაქალაქარის საჯარო სკოლა  
საგანი:    სამოქალაქო განათლება







პროექტის აღწერილობა
პროექტის სახელწოდება -   ცხოვრება ძალადობის გარეშე.

შესავალი:  პროექტის მიზანი:ტოლერანტობის პოპულარიზაცია მოსწავლეებში.
პროექტის მნიშვნელობა:  ჩვენი პროექტი მნივნელოვანია იმ გარემოებებით, რომ იგი საინტერესო  იქნება არა მარტო მოსწავლეებისათვის, არამედ ყველასათვის, გაიგებენ  რომ--ძალადობა ერთ-ერთი აქტუალური თემაა, საზოგადოებაში არ უნდა ხდებოდეს  ძალადობის მაგალითები, თანატოლები ერთმანეთს არ უნდა ჩაგრავდნენ. მათ უნდა ისწავლონ  ერთმანეთის პატივისცემა  და სიყვარული.
პროექტის აღწერა და განხორციელება
                       პროექტის განხორციელებისათვის აუცილებელი საორგანიზაციო საკითხების განხილვა, პროექტში მონაწილე ძირითადი ჯგუფის წევრების შეკრება, სამოქმედო გეგმის შემუშავება და დროში გაწერა.
                       ძალადობის პრევენცია მნიშვნელოვანია, რადგან ბავშვი უნდა გაიზარდოს  ერთმანეთის მიმართ სითბოთი და სიყვარულით გამთბარ ოჯახში,  ჯანსაღ და პატივისცემის გრძნობით გამდიდრებულ გარემოში.
                          პროექტის განხორციელებისთვის გადავწყვიტე  გარკვეული აქტივობის დასახვა, რომელიც  დამეხმარებოდა , დამენახვებინა მოსწავლეთათვის, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მომავალი თაობისთვის ცხოვრება ძალადობის  გარეშე.

მისაღწევი შედეგები და მათი ინდიკატორები
       მოქ.X.1. მოსწავლეს შეუძლია თვითდამკვიდრება საზოგადოებაში.
·         განსაზღვრავს საზოგადოებრივ ჯგუფს, რომელსაც მიაკუთვნებს თავს და აფასებს , რამდენად შეესაბამება  მისი ინტერესები და მისწრაფებები ჯგუფის მისწრაფებებს და ინტერესებს.
      მოქ.X.6. მოსწავლეს  შეუძლია გაანალიზოს  მრავალფეროვან საზოგადოებაშიო  სამართლიანი  ურთიერთობების უზრუნველყოფის საშუალებები.
·         ახასიათებს საზოგადოებაში  სამართლიანი  ურთიერთობის  პირობებს და უკავშირებს მრავალფეროვნების  ნიშნებს.
·         აკავშირებს თანასწორობის  პრინციპებსა და ურთიერთობათა  სამართლიანობის  ნორმებს  ერთმანეთთან.

·         მსჯელობს  სხვადასხვა ტიპის  დანაშაულის გამომწვევ  მიზეზებსა და მათი  შემცირების გზებზე.

ქართ.X.1.  მოსწავლეს შეუძლია  მონაწილეობის მიღება საკლასო  და სასკოლო დისკუსიებში. 
·         მკაფიოდ და გასაგებად  აყალიბებს აზრს.
·         მსჯელობს არგუმენტირებულად, გამოაქვს ადეკვატური დასკვნა.
·         სათანადო წესის და  ეტიკეტის დაცვით უძღვება მინი-დისკუსიას.
ქართ.X.2.კამათის დროს მოსწავლეს შეუძლია მიმართოს  შესაბამის  ტაქტიკას და დაიცვას სამეტყველო  ქცევის ეთიკური ნორმები.
·         აკონტროლებს  საკუთარ ხმას, მიმიკას და ჟესტიკულაციას.
·         კორექტულია ოპონენტების მიმართ ,ისმენს  და  კონსტრუქციულად პასუხობს განსხვავებულ აზრს.

აქტივობა
განმხორციელებელი ჯგუფი.
    დრო
შენიშვნა
1.საინფორმაციო შეხვედრა პროექტის  მონაწილეებთან და პროექტის გეგმის შედგენა.
            
            X  -  კლასი

     

          23.09.2019 წ.


2.მოსამზადებელი სამუშაოები პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით.
  
           X   --   კლასი.


          24.09.2019 წ.

3. დისკუსია თემაზე „ინდივიდუალური თვისებების გამოვლენა“.
             
            X  -     კლასი

          26.09.2019 წ.

4.ლექცია თემაზე „ძალადობა მიუღებელია“. საუბარი  მოსწავლეთა უსაფრთხოების პასუხისმგებელ პირთან .


            X  -   კლასი

          30.09.2019 წ.

5.პლაკატების  დამზადება  ძალადობის შესახებ და მოსწავლეებში გავრცელება.
  
            X  -       კლასი

          1.10.2019 წ.

6. მხატვრული ფილმის „ტბას „ ჩვენება და განხილვა.
            X   -   კლასი
          3.10. 2019 წ.


7. პროექტის დახურვა.
              X -    კლასი
            7.10.2019 წ.


1) .საინფორმაციო  შეხვედრა  პროექტის  მონაწილეებთან  და პროექტის გეგმის შედგენა  .                                                                                                             . 23 სექტემბერს გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა  პროექტის „ცხოვრება ძალადობის  გარეშე“, რომლის მიზანი იყო „ტოლერანტობის პოპულარიზაცია მოსწავლეებში“. მოსწავლეთა მოსაზრების  გათვალისწინებით  და  მათი უშუალო მონაწილეობით  დავიწყეთ მუშაობა პროექტზე, რომლის მიზანი იყო მოსწავლეებში  ტოლერანტობის პოპულარიზაცია.
2.) მოსამზადებელი სამუშაოები პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით:                                                                                                                      24 სექტემბერს  მოეწყო  საკლასო ოთახი მეცადინეობისთვის, კლასში   გამოიკრა  სურათები  და სხვა ფოტო-მასალა  ძალადობის თემასთან დაკავშირებით. გამოიკრა    მოსწავლეების მიერ შექმნილი ლოზუნგები ძალადობის შესახებ.
  


3) დისკუსია თემაზე: „ინდივიდუალური თვისებების გამოვლენა - როგორ ვიცნობ  ჩემი შვილის  ხასიათს და ქცევას“  .                                                                     .  26 სექტემბერს   მოეწყო შეხვედრა მოსწავლეთა  მშობლებთან . საუბარი იყო ძალადობის თემაზე, ხომ არ ვლინდება  ბულინგის ნიშნები მათი შვილების ხასიათში.




4)ლექცია თემაზე:  „ძალადობა მიუღებელია“ „                                                                                                                                                                                                                                                                  30 სექტემბერს მოეწყო  ლექცია  მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე  პასუხისმგებელ პირთან .  ლექციამ დიდი ინტერესი გამოიწვია მოსწავლეებში.  ისინი აქტიურად იყვნენ ჩართულნი  შეხვედრის მსვლელობაში. შეხვედრის  ბოლო  ნაწილი  წარიმართა  კითხვა- პასუხის  რეჟიმში,  მოსწავლეებმა    დასვეს მრავალი კითხვა, რაზეც მიიღეს ამომწურავი პასუხი  უსაფრთხოების პასუხისმგებელი პირისგან.


5) პლაკატების დამზადება ძალადობის შესახებ და მოსწავლეებში გავრცელება.                                                                                                                         1ოქტომბერს მოეწყო შეხვედრა მოსწავლეებთან. შეხვედრისას მოსწავლეებმა დაამზადეს  პლაკატები ძალადობის შესახებ , ეს მასალა მათ მოსწავლეებში გაავრცელეს  და გააკეთეს შესაბამისი  განმარტებები.



6.) მხატვრული ფილმის  „ ტ ბა“ ჩვენება.                                                                                                                                                                                                                                                         . 3  ოქტომბერს  გაიმართა შეხვედრა , სადაც გაიმართა  რეჟისორ  კახა კიკაბიძის ფილმის „ტბას“ ჩვენება.  ფილმმა დიდი ინტერესი გამოიწვია  მოსწავლეებში. ფილმის ჩვენების შემდეგ  მოსწავლეებმა გამოთქვეს  აზრი  ძალადობის  პრევენციის შესახებ. მათ ერთხმად დაგმეს ძალადობა  და მასთან გათანაბრებული მოქმედებები.



7.)პროექტის  შეჯამება  და პრეზენტაცია.
 7 ოქტომბერს გაიმართა პროექტის პრეზენტაცია - შეჯამება. მოსწავლეებმა წარმოადგინეს მათ მიერ დაწერილი ესე-„ არა ძალადობას „ . წარმოადგინეს  მოსწავლეთა მიერ შესრულებული ნახატები. გამოითქვა სურვილი, რომ მსგავსი  პროექტები კიდევ განხორციელდეს.



პროექტის რესურსები:
ა) გამოყენებული  ლიტერატურა:   ფლიპჩარტი, თაბახის ფურცლები, მარკერები, ფერადი ფანქრები,  მხატვრული ფილმი: „ ტბა „ .

ბ) ტექნიკა: კომპიუტერი , პროექტორი.

                    




რეფლექსია

     / სექტემბერ- ოქტომბერის  თვეში  -ნაქალაქარის   საჯარო სკოლაში  განხორციელდა პროექტი : ,,ვიცხოვროთ  ძალადობის გარეშე“  პროექტის ძირითადი მიზანი  იყო   ტოლერანტობის პოპულარიზაცია მოსწავლეებში .
      თავდაპირველად პროექტის იდეა განვიხილეთ მოსწავლეებთან  ერთად . დასაწყისში ჩატარებული   გამოკითხვა დამეხმარა გამეგო რა საჭირო ინფორმაციას ფლობდნენ „ძალადობის   შესახებ.“ აღმოჩნდა  რომ მოსწავლეები ნაკლებ ინფორმაციას ფლობდნენ  მოსწავლეთა  შორის ძალადობის შესახებ. გამოიკვეთა ტენდენცია რომ ზოგიერთ ძალადობას მოსწავლეები არ თვლიდნენ ძალადობად.  დავსახეთ ისეთი აქტივობები, რომლებიც დაგვეხმარებოდა პროექტის განხორციელებაში. შევადგინეთ სამოქმედო გეგმა .
      საინტერესოდ წარმართა მოსამზადებელი სამუშაოები. მოსწავლეებმა ჩემი დახმარებით მოაწყვეს საკლასო ოთახი,  კედლებზე გამოფინეს ძალადობის  თემაზე  შექმნილი ნახატები და ლოზუნგი -  მოწოდებები.  პროექტით გათვალისწინებული ყველა აქტივობა  ჩატარდა  მაღალ დონეზე.
  პროექტი დავასრულეთ    თემატური ნახატების  გამოფენით .მოსწავლეები კმაყოფილნი დარჩნენ  მიღებული უნარ- ჩვევებით.
     პროექტი წარმატებით განხორციელდა. მოსწავლეებში  გაიზარდა  ცოდნა, იმის შესახებ  თუ რამდენად  მნიშვნელოვანია  ძალადობის პრევენცია.
    სურვილი გამოთქვეს  , რომ მომავალ სასწავლო წელსაც განვახორციელოთ მსგავსი სახის პროექტი.
 პროექტის მიზანი და შედეგი მიღწეულ იქნა . მისი ძლიერ მხარედ ეს მიმაჩნია . მომავალში გავითვალისწინებ მიღებულ გამოცდილებას.



 

  

















No comments:

Post a Comment